Kargonuzu Takip Edin

უახლესი ინფორმაცია Marpro Logistics LLC-ს შესახებ

30.09.2015

5 (ხუთ) თვიანი გაურკვევლობის შემდეგ აზერბაიჯანის ბაზარზე, ჩინეთიდან აზერბაიჯანში ფოლადის რულონების (Steel Coils) გადაზიდვები განახლდა.
ჩინეთიდან ფოთში (საქართველო) მიწოდება ხორციელდება 20-ფუტიან კონტეინერებში, თითოეული დატვირთულია 27 ტონამდე. ტვირთი მიღებულია FOB პირობებით. ფოთში კონტეინერებიდან ტვირთის გადატვირთება ხდება სარკინიგზო ვაგონებში, რომელთა ტვირთამწეობა შეადგენს 69 ტონას (განსაკუთრებულ შემთხვევებში – 71 ტონამდე). ფოთში სრულდება ტვირთის დამაგრებასა და შეფუთვასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.
ტვირთი მიეწოდება სარკინიგზო ვაგონებით კეშლეს სადგურზე, ბაქო, აზერბაიჯანი – FOR პირობებით. ყველა საოპერაციო და ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული პროცედურა ხორციელდება ერთობლივად ჩვენი არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საქართველოს ოფისების მიერ. ყველა ფინანსური ტრანზაქცია  გადამზიდავი ხაზების, სარკინიგზო და სახელმწიფო უწყებების მიმართ სრულდება უშუალოდ შესაბამისი ოფისების მიერ.