Marpro Logistics-ში სახმელეთო ტრანსპორტი ძირითადად გამოიყენება როგორც საწყისი, შუა და საბოლოო ეტაპის მიწოდებებისთვის, ასევე მოკლე დისტანციის გადაზიდვებისთვის.
Marpro Logistics-ში სახმელეთო ტრანსპორტი ძირითადად გამოიყენება როგორც საწყისი, შუა და საბოლოო ეტაპის მიწოდებებისთვის, ასევე მოკლე დისტანციის გადაზიდვებისთვის. რეგიონი, რომელსაც ვემსახურებით სახმელეთო ტრანსპორტით, მოიცავს თურქეთსა და დსთ-ის ქვეყნებს, ძირითადად საქართველოს, აზერბაიჯანს, რუსეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს — ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს და ყირგიზეთს.
ჩვენი ტენტიანი სატვირთო მანქანების ფლოტი რეგისტრირებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისებში. საქართველოს ფლოტში ასევე გვაქვს კონტეინერის შასები და პლატფორმა ნახევრადტრაილერები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებს ფოთისა და ბათუმის პორტების მეშვეობით კონტეინერებისა და მძიმე წონიანი/სპეციალიზირებული ტვირთებისთვის.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფლოტი დაკომპლექტებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებებით. ჩვენს სატვირთო მანქანებს მართავენ პროფესიონალი მძღოლები, რომლებიც გამოირჩევიან მრავალწლიანი გამოცდილებით და მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას შესაბამისი სწავლებების მეშვეობით ტვირთის უსაფრთხო ტრანასპორტირების უზრუნველსაყოფად.
როგორც გადაზიდვის ყველა სახეობა, სახმელეთო გადაზიდვებიც დაზღვეულია პირველი კლასის სადაზღვევო კომპანიების მიერ, ყველა იმ ზიანისა და დანაკარგისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ტვირთის დამუშავებასა და ტრანსპორტირებაში მონაწილე მხარეების დაუდევრობის შედეგად.